“მილუოკის” მძიმე ფორვარდი – იანის ანტეტენკუმპო NBA-ს მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს. ბერძენი კალათბურთელი საშუალოდ მატჩში 31,6 ქულას, 11,2 მოხსნას და 5,1 შედეგიან გადაცემას ასრულებს.
NBA.com-ის განახლებული რეიტინგით იანისი MVP-ის უმთავრესი კანდიდატია.
მეორე ადგილს კიდევ ერთი ევროპელი კალათბურთელი – ნიკოლა იოკიჩი იკავებს, მესამეზეა “ბოსტონის” ლიდერი ჯეისონ ტეიტუმი.
გასულ თვესთან შედარებით “ბრუკლინის” ლიდერმა კევინ დურანტმა ბევრად გამოასწორა თამაშის ხარისხი, “ნეთსმა” კი ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო.
MVP-ის კანდიდატთა ტოპ 10
1. იანის ანტეტენკუმპო (მილუოკი)
2. ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)
3. ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი)
4. კევინ დურანტი (ბრუკლინი)
5. ჯა მორანტი (მემფისი)
6. ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანი)
7-8. ლუკა დონჩიჩი (დალასი)
7-8. ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)
9. დონოვან მიჩელი (კლივლენდი)
10. დევინ ბუკერი (ფინიქსი)