ანტი-სქემა: კვარაცხელია და დი მარია

იტალიის სერია ა-ში ორი განსაკუთრებული ფეხბურთელია: ხვიჩა კვარაცხელია და ანხელ დი მარია. განსაკუთრებული იმ გაგებით, რომ სხვანაირად თამაშობენ, სქემებს ანგრევენ, მეტი შემოქმედება შეაქვთ თამაშში.

„მათ სერია ა გაალამაზეს. რაც კვარაცხელიამ სასუოლოსთან, ხოლო დი მარიამ ნანტთან გააკეთა. სქემები, სქემები. ის სასარგებლოა, მაგრამ გულშემატკივარს უფრო სიამოვნებს, რასაც ქართველი და არგენტინელი აკეთებენ“ (Corriere dello Sport)

ისე, დი მარიასა და კვარაცხელიას შორის სხვაობა 13 წელია. დი მარია ოლიმპიური ჩემპიონი რომ გახდა, იმ დროს ხვიჩა სკოლაში ახალი შესული იყო… რა საამაყოა, რომ ქართველს უკვე თამამად ასახელებენ ტოპ-ფეხბურთელებში.

დღევანდელ იტალიურ პრესაში ასევე იწერება, რომ ნაპოლის კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის დახურვა სურს: 2028 წლამდე კონტრაქტზეა საუბარი, თუმცა ისიც წერია, რომ ეს რთული იქნება. გრანდები მზად არიან, დიდი თანხა გადაიხადონ ქართველში.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *