ანტონიო კასანო: ანჩელოტის პსჟ-სთან და ჩელსისთან გაუმართლა

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა. სკუადრა აძურას ყოფილმა ფორვარდმა განაცხადა, რომ რეალი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გამართლებით გავიდა.

“რეალმა პსჟ-სთან და ჩელსისთან ცუდად ითამასა. კარლო ანჩელოტი 1/2 ფინალში გამართლებით გავიდა. წარმატებები ადრე თუ გვიან დასრულდება. რეალი ლა ლიგაში ცუდად გამოდის, ბარსელონამაც ცუდად დაიწყო, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ფეხბურთელები ანჩელოტისთან მუშაობით თავს კარგად გრძნობენ, თუმცა მე ვერ ვიხსენებ მოთამაშეს, რომელსაც ანჩელოტის ხელში მოემატებინოს.” – განაცხადა კასანომ Bobo.tv-სთან საუბრისას.

რეალი 72 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ ბარსელონას 12 ქულით უსწრრებს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ბლაუგრანას 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. სამეფო გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშია, სადაც მანჩესტერ სიტის შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published.