ანტონიო კასანო: მოურინიო დიდი მწვრთნელი არასდროს ყოფილა

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. გამოცდილმა ფორვარდმა განაცხადა, რომ მოურინიოს მხოლოდ დიდ ფეხბურთელებთან ურთიერთობა გამოსდის.

“მოურინიო დიდი მწვრთნელი არასდროს ყოფილა. ის უბრალოდ კომუნიკაბელური ადამიანია და იცის როგორი ურთიერთობა ჰქონდეს მედიასთან. მას ასევე კარგად გამოსდის დიდ ფეხბურთელებთან კომუნიკაცია, შედარებით დაბალი დონის მოთამაშეებთან კი ნაკლები ურთიერთობა აქვს. დიდ ფეხბურთელებთან მეგობრობა ყოველთვის ადვილია. 

მისი რომაში მუშაობა კატასტროფაზე უარესია. მოურინიომ გუნდის ხელმძღვანელობა აიძულა რუი პატრისიოზე და ნემანია მატიჩზე დიდი ფული დაეხარჯა. ჟოზე ძალიან ხშირად იქცევა ცუდად. მან არ იცის როგორ შექმნას გუნდი. როცა რომას მთავარი მწვრთნელი ხარ, კრემონეზეს მეორე შემადგენლობითაც უნდა უგებდე.” – ციტირებს კასანოს სიტყვებს Football Italia.

ჟოზე მოურინიოს დამოძღვრილი რომა სერი ა-ში 40 ქულით მე-3 ადგილზეა და შემდეგ ტურში ლეჩეს შეხვდება. ჯალოროსი ევროპა ლიგის პლეი-ოფშიცაა, სადაც ზალცბურგს დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *