ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ნაპოლი მილანს შეხვდება. ამ თემაზე იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ისაუბრა.
“ნაპოლი ძალიან კარგი გუნდია, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ჩემპიონთა ლიგა მილანის სპეციალობაა. მე მაინც ვთვლი, რომ ნაპოლი ლიგიდან მილანს გამოაგდებს.” – ციტირებს კასანოს სიტყვებს Calciomercato.it
ნაპოლი – მილანის პირველი 1/4 ფინალური 12 აპრილს სან სიროზე გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 18 აპრილს ნეაპოლში.