ესპანეთის ქალაქ მალიორკაში გრძელდება ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. გათამაშების მთავარ სენსაციად იქცა 25 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელი ანტუან ბელერი. მსოფლიო რეიტინგის N303 ჩოგანმა ჯერ კვალიფიკაცია გაიარა წარმატებით, შემდეგ კი ძირითად ბადეში ზედიზედ 3 მატჩი მოიგო და ნახევარფინალშია.
ანტუან ბელერი მალიორკას ტურნირზე
1 საკვალიფიკაციო ეტაპი ბელერი – ტაბერნერი 6:3 7:6
2 საკვალიფიკაციო ეტაპი ბელერი – როზენკრანხი 4:6 7:6 7:6
1 რაუნდი ბელერი – დელბონისი 6:3 7:6
1/8 ფინალი ბელერი – კარენო-ბუსტა 6:3 6:4
1/4 ფინალი ბელერი – გრიკსპური 5:7 7:6 6:2
2021 წლის კორდობას ტურნირის შემდეგ, ბელერი გახდა ყველაზე დაბალ რეიტინგიანი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის ნახევარფინალში შეძლო გასვლა (კორდობაში ეს ხუან მანუელ სერუნდოლომ შეძლო).
25 წლის შვეიცარიელი კარიერაში მესამედ თამაშობს ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში. ანტუანმა 2016 და 2017 წლებში, გშტაადის ტურნირზე მიიღო wild card, თუმცა ორივე შემთხვევაში პირველივე რაუნდში დამარცხდა.
მალიორკას ტურნირზე ბელერმა კვალიფაკია წარმატებით გაიარა და უკვე ტოპ 100-ის 4 ჩოგბურთელს მოუგო. (ამ ტურნირამდე მას ტოპ 100-ის არცერთი წარმომადგენელი არ ყავდა დამარცხებული).
მალიორკას ტურნირის 1/2 ფინალში ბელერი რობერტო ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდება.
ესპანელმა ჩოგბურთელმა 1/4 ფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის ლიდერი – დანილ მედვედევი დაამარცხა.
აგუტმა მედვედევს 5 ურთიერთშეხვედრიდან 4 მოუგო.
მეორე ნახევარფინალში ფრანგი ბენჟამინ ბონზი სტეფანოს ციციპასს ეთამაშება (ბერძენი ჩოგბურთელი კარიერაში პირველად გავიდა ბალახის საფარიანი ტურნირის ნახევარფინალში).