მსოფლიო რაგბიმ წლის საუკეთესოთა ნომინაციებში გამარჯვებულების ვინაობა დაასახელა. კაცთა შორის 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ საფრანგეთის ნაკრების ცხრა ნომერი ანტუან დუპონი დაასახელეს. ეს პირველი შემთხვევა მას შემდეგ, რაც 2011 წელს საუკეთესოდ ლე ბლოს კაპიტანი ტიერი დუსოტუარი დაასახელეს.
დუპონის კონკურენტები იყვნენ: მარო იტოჯე (ინგლისი), სემუ კერევი (ავსტრალია) და მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია).
ქალთა შორის საუკეთესო კი, ინგლისელი ზოე ალდკროფტი გახდა. მას კონკურენციას უწევდნენ: კაროლინ ბუჟარი (საფრანგეთი), პოპი კლილი (ინგლისი) და ლორ სანსუსი (საფრანგეთი).
სხვა ნომინაცეიები
შვიდაკა რაგბი, მამაკაცი: მარკოს მონეტა (არგენტინა)
შვიდკაცა რაგბი, ქალი: ანა-სესილ კლოფანი (საფრანგეთი)
წლის აღმოჩენა: ვილ ჯორდანი (ახალი ზელანდია)
საუკეთესო ლელო, მამაკაცები: დამიენ პენო (საფრანგეთი)
საუკეთესო ლელო, ქალები: ემილი ბულარი (საფრანგეთი)
საუკეთესო მწვრთნელი: საიმონ მიდლტონი (ინგლისი)
საუკეთესო მსაჯი: ენდრიუ კოლი (ავსტრალია)