კარლო ანჩელოტის უცნაური წერილი მიუვიდა: უეფამ მოსთხოვა, რომ სავალდებულო სამწვრთნელო კურსები გაიაროს და გამოცდა ჩააბაროს.
ეს ხუმრობა არაა. ანჩელოტის სამწვრთნელო ლიცენზიას 2021 წლის ბოლოს გაუვიდა ვადა და ახლიდან ასაღებად კურსებია გასავლელი, მერე გამოცდაც ჩასაბარებელი.
საუბარია მწვრთნელზე, რომელმაც 21 ტიტული მოიგო, მათ შორის 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და თანაც, ორი სხვადასხვა გუნდით: ორჯერ მილანით, ერთხელ კი რეალით. ამასთან, ერთადერთი სპეციალისტი ისტორიაში, რომელიც იტალიის, ინგლისის, გერმანიისა და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა…
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ შუამდგომლობას აპირებს. ფედერაციაში განაცხადეს, რომ უხერხული იქნება, ამხელა დონის მწვრთნელმა გამოცდები ჩააბაროს. ვნახოთ, როგორ გადაწყდება.