ანჩელოტის სერია ა-ს ვარსკვლავი მოუნდა

მადრიდის რეალს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. ნიკოლა სკირას ცნობით, სამეფო გუნდის ახალი სამიზნე ნაპოლის ნახევარმცველი ფაბიან რუისია. აღსანიშნავია, რომ ტრანსფერით პირადად კარლო ანჩელოტია დაინტერესებული, რომელსაც ესპანელი ძალიან მოსწონს.

25 წლის ფეხბურთელი ნაპოლიში 2018 წლის ზაფხულში ბეტისიდან გადავიდა. იგი დღეს ნეაპოლეტანელთა ლიდერი და სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ამ სეზონში რუისმა 26 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება რეალს, სამეფო გუნდი ლა ლიგას 57 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ სევილიას 6 ქულით უსწრებს. გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშია, სადაც პსჟ-სთან 0:1 წააგო, განმეორებითი შეხვედრა კი 9 მარტს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ თუ რეალი ლიგიდან გამოვარდება, კარლო ანჩელოტი დიდი ალბათობით ბლანკოსიდან წავა.

Leave a comment

Your email address will not be published.