მადრიდის რეალის დამრიგებელი კარლო ანჩელოტი, ერთობ გაუკვირვებია ცნობას, თოთქოს მას ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად იწვევენ. იტალიელი სპეციალისტი არ აპირებს სამეფო კლუბიდან არსად წასვლას.
წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ანჩელოტი დაინტერესებულია ბრაზილიაში მუშაობით, მაგრამ მიმდინარე სეზონის რეალში ჩამთავრება სურს, შემდეგ კი სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრება.
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელბს კი მადრიდული კლუბის თავკაცებთან მოუწევთ საუბარი, რადგან ანჩელოტის კლუბთან კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულში უმთავრდებაო.