რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, 1/8-ში, პსჟ-თან წაგებული მატჩის შემდეგ (0:1), კომენტარი გააკეთა
“მსაჯს ვუთხარი, ის ორი ყვითელი, რომელიც ჩემს ფეხბურთელებს მიეცი, ცალსახა არ იყო. მბაპე შეუჩერებელია, ვცადეთ გაგვეკონტროლებინა, მილიტაო ამას კარგად აკეთებდა, თუმცა ის სულ რაღაცას მოიფიქრებს, ბოლო წუთზეც ასე ქნა და..”
კოსერვატიულ ტაქტიკაზე
“ვცადეთ თამაში დაცვიდან წარგვემართა, მაგრამ ამან არ იმუშავა. დაცვის ბოლო ეტაპზე მეტად აგრესიულები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ეს კონსერვატიული მიდგომა არ არის. ბურთი ვერ მოვიპოვეთ, რაც უკვე ყველამ ვნახეთ.”
სანტიაგო ბერნაბეუზე გამარჯვებას რა მოუტანთ?
“11 ფეხბურთელს 50 000 ქომაგიც დაუმატეთ. მიზეზი ესაა”