მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგაში მოახლოებულ კლასიკოზე ისაუბრა
“ეს გამორჩეული მატჩია. ასეთი ყველა ქვეყანას აქვს, მაგალითად: ინტერი – მილანი; ჩელსი – ტოტენჰემი; ბაიერნი – დორტმუნდი…
ესპანეთისთვის კლასიკო გამორჩეულია, ფანებისთვის კი ძალზედ მნიშვნელოვანი. ჩემი მხრივ, გუნდს მაქსიმალურად მოვამზადებ.
ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულება მომწონს, ისინი ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებიან. შახტართან ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ.
ჩვენი მთავარი ამოცანა ისაა, რომ დაცვაში მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ. ზოგადად, დაბალ ბურთზე თამაში გვიყვარს, რადგან ამ დროს კონტრ-შეტევაზე მარტივად გადავდივართ,” – თქვა კარლომ.