მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, მე-14 ტურის წინ, სადაც სამეფო გუნდი გრანადას ეთამაშება, ჟურნალისტების წინაშე წარსდგა
“წინ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი გველის. გუნდი კარგად გამოიყურება, მზად ვართ და იმედიც გვაქვს, რომ წარმატებულ სვლას გავაგრძელებთ, რომელიც სანაკრებო შესვენებამდე გვქონდა.
ბეილის მდგომარეობა საკმაოდ გამჭირვალეა. მას ნაკრებში წასვლის უფლება მისცეს, სადაც მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა, თუმცა დაშავდა. შეიძლება, დიაგნოზი საკმარისად ზუსტი არ იყო. ახლა მის გამოჯანმრთელებას უნდა დაველოდოთ, რადგან გვჯერა, რომ გამოგვადგება.
ზუსტად ვიცი, ბეილს უელსის ნაკრებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, მაგრამ სურს რეალისთვისაც ითამაშოს. ვეღარ ითმენს, მოედანზე დაბრუნება ისე უნდა,” – თქვა კარლომ