არგენტინის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ყოფილი ვარსკვლავი, სერხიო აგუერო, ლამის ახლა უფრო ხშირად ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში, ვიდრე ფეხბურთელობისას. ხან ნადირობს, ხან თევზაობს, ხან ეგზოტიკურ ადგილებში მოგზაურობს. მოკლედ, არ იწყენს და ჟურნალისტებიც კუდში დასდევენ.
ამ დღეებში კიდევ ერთი „ფინტი“ შეასრულა. დაჯდა, მაისურა აიწია და საზოგადებას ის ადგილი დაანახა, სადაც გულის მიკროჩიპი ჩაუყენეს.
ეს ამბავი ჯერ კიდევ ბარსელონაში მოხდა შარშან. ამის მიზეზით კარიერაც დაასრულა. ახლა კუნი (ასე ეძახიან სამშობლოში) ხუმრობის ხასითზეა.
„კარგია. ახლა ჩიპი მაქვს და თუ გული ამიჩქარდა, ჩემი ექიმი მაშინვე იგებს.“ – ამბობს აგუერო.
მერე თვალებით შეყვარებულს, სოფია კალცეტის ეძებს. ის კი მეორე ოთახშია.
„სანამ შემოსულა გეტყვით, ეს ჩიპი სოფიამ ჩამიყენა, რათა ყოველთვის იცოდეს სად ვარ“, -ანცობს კუნი.