კოპა ამერიკა არგენტინის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ალბილესტემ ფინალში ბრაზილიის ეროვნულ გუნდს 1:0 მოუგო და ეს ერთადერთი გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა. მატჩის შემდეგ მედიასთან ფინალი სწორედ ერთადერთი გოლის ავტორმა შეაფასა.
“ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება. მე და მესიმ ერთმანეთს მივულოცეთ, მან მითხრა, რომ ეს იყო შურისძიება იმ ფინალების გამო, რომელიც გამოვტოვე. როდრიგო დე პაულმა შესანიშნავი პასი მომცა, ამაზე ბევრს ვმუშაობდით.
კოპა ამერიკის მოგება ჩვენი ოცნება იყო, ამ ოცნების ასახდენად ვიბრძოდით. ბევრმა გვითხრა, რომ სამშობლოში თასის გარეშე არ დავბრუნებულიყავით. მიხარია, რომ ქომაგებს სურვილი ავუსრულეთ.”-განაცხადა დი მარიამ.