ანხელ დი მარია: ის ჩემი კარიერის ყველაზე ცუდი მწვრთნელია

პსჟ-ს და არგენტინის ნაკრების შემტევმა ანხელ დი მარიამ, მისთვის ყველაზე ცუდი მწვრთნელი დაასახელა ვისთანაც უმუშავია. თავად არგენტინელის თქმით, ლუი ვან გაალთან მუშაობა არ მოსწონდა და მანჩესტერში მისი პრობლემა სწორედ ნიდერლანდელი იყო.

“მანჩესტერში 7 ნომრიანი მაისურა არ მაინტერესებდა. ის მხოლოდ მაისურა იყო და მეტი არაფერი. ამ გუნდში ჩემი მთავარი პრობლემა ლუი ვან გაალი გახლდათ. ის ჩემი კარიერის ყველაზე ცუდი მწვრთნელია. ერთხელ გოლი გავიტანე და საგოლე პასი გავაკეთე, მეორე დღეს კი ნიდერლანდელმა ჩემს ცუდ პასებზე გაამახვილა ყურადღება. ვან გაალს არ მოსწონდა როცა ფეხბურთელებს მასზე დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ.”-განაცხადა დი მარიამ TyC Sport-თან საუბრისას.

დი მარია მანჩესტერში 2014 წლის ზაფხულში რეალიდან გადავიდა, თუმცა გუნდი მომდევნო ზაფხულშივე დატოვა და პსჟ-ს მაისურა მოირგო. არგენტინელმა ბრიტანელთა რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *