ანხელ დი მარია: მესის ადაპტაციისთვის დრო სჭირდება

პსჟ-ს ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ლეო მესიზე ისაუბრა, რომელიც ზაფხულში მისი თანაგუნდელი გახდა. დი მარიამ განაცხადა, რომ მესის ადაპტაციისთვის დრო სჭირდება.

“მესი აქამდე მხოლოდ ბარსელონაში თამაშობდა. ის რომ კლუბს ხშირად იცვლიდეს, მისთვის ახალ გუნდში გადასვლა პრობლემა არ იქნებოდა. მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. ახალი სახლი, სკოლა, ბავშვები – ეს მარტივი არ არის. 

ის ადაპტაციის პროცესს კარგად გადის და პარიზში თავს ბედნიერად გრძნობს. დარწმუნებული ვარ მალე კვლავ იმ დონეზე ითამაშებს, რაზეც უწინ თამაშობდა.”-ციტირებს დი მარიას სიტყვებს La Parisen-ი.

მესი პსჟ-ს წელს ზაფხულში შეუერთდა. არგენტინელმა მეგავარსკვლავმა ფრანგთა მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *