ანხელ დი მარია: მესი სხვა სამყაროდანაა

ანხელ დი მარია და ლეო მესი უკვე არამარტო ნაკრებში, არამედ კლუბშიც ერთად ითამაშებენ. მოგეხსენებათ ლეო პსჟ-ს შეუერთდა და ამიერიდან სწორედ ფრანგული გუნდისთვის გაირჯება.

თანამემამულე თანაგუნდელზე პსჟ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ანხელ დი მარიამ ისაუბრა.

“მესი უნიკალური ფეხბურთელია, ის სხვა სამყაროდან არის. მას აქვს რაღაც განსაკუთრებული, რაც დანარჩენი მოთამაშეებისგან გამოარჩევს. ლეო სხვებზე სწრაფად ფიქრობს და სხვებზე სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. 

მე მითამაშია რონალდუსთან, ნეიმართან, მბაპესთან, რუნისთან, იბრაჰიმოვიჩთან და ვან პერსისთან ერთად, თუმცა მესის მსგავსი არავინ მინახავს.”-ციტირებს დი მარიას სიტყვებს TYC Sports-ი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *