ტურინის იუვნეტუსს ფინანსური მაქინაციების გამო, 15 ქულა დააკლეს. ამ თემაზე კომენტარი გუნდის ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ გააკეთა. არგენტინელმა განაცხადა, რომ შეუძლებელი არაფერია და გუნდს შეუძლია ეს პრობლემა აღმოფხვრას.
“ძნელია როცა 15 ქულას გაკლებენ, თუმცა თუ თამაშს იგივე შემართებით გავაგრძელებთ, დადებით შედეგს მივაღწევთ. შეუძლებელი არაფერია, იუვენტუსი ძლიერი გუნდია, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ბიანკონერის ადრეც ჰქონდა მსგავსი მომენტი, რის შემდეგაც გუნდმა სირთულეები დაძლია. ახლა მთავარია მუშაობა გავაგრძელოთ და ერთიანები ვიყოთ. ამ დროს გულშემატკივრების გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია.” – ციტირებს დი მარიას სიტყვებს DAZN-ი.
იუვენტუსი სერია ა-ში 23 ქულით მე-9 ადგილზეა და შემდეგ ტურში მონცას შეხვდება. რაც შეეხება დი მარიას, არგენტინელმა ამ სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.