ესპანური საიტები წერენ, რომ ჟოან ლაპორტას შეეძლო ლეო მესის შენარჩუნება, თუ ანსუ ფატის გაჰყიდდა მანჩესტერ სიტიში… Diario Ara წერს, რომ ეს ფაქტიურად არჩევანი იყო: მესი თუ მომავალი? და ლაპორტამ ფატი არჩია.
„ანსუს 100 მილიონ ევროზე მეტად გაყიდვა ბარსას ეკონომიკურ მდგომარეობას გამოასწორებდა და შესძლებდნენ ლეოს შენარჩუნებას, თუმცა ლაპორტა ახალგაზრდა ფორვარდს ვერ შეელია. ამ დროს კი კლუბის ფინანსური დეპარტამენტიმესის გუნდში დარჩენას მოითხოვდა“ – წერია სტატიაში.
როგორც იცით, ბარსელონას 10 ნომერი სწორედ ფატი გახდა. თუმცა რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სრულ სიმართლეს? ფატის ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა, ახლაც არაა ბოლომდე გამოჯანმრთელებული და სიტი ასეთ მდგომარეობაში მყოფ ფეხბურთელში ცხრანიშნა თანხას გადაიხდიდა?..