აპლიკაცია და ტრანსფერები – რენე ადლერის ინოვაციური პროექტი

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ლევერკუზენის “ბაიერის” ყოფილმა გოლკიპერმა რენე ადლერმა კარიერის დასრულების შემდეგ ძალების ახალ სფეროში მოსინჯვა გადაწყვიტა. მეკარე თავის პროფესიას ძალიანაც არ გასცდა, თუმცა თან პროგრამირებაც დაუმატა და მისი ახალი პროდუქტი შემდეგნაირად გამოიყურება : საუბარია სპეციალურ აპლიკაციაზე, სადაც უკლუბოდ ან ახალ კლუბში გადასვლის მსურველი ფეხბურთელები დარეგისტრირდებიან, მიუთითებენ მათ სასურველ ხელფასს, ქვეყანას, კლუბს და ა.შ. შექმნიან საკუთარ პროფილს, სადაც მათზე ყველა მონაცემი იქნება შეყვანილი, ასევე იქნება ფოტო და ვიდეო მასალები. დაინტერესების შემთხვევაში კლუბებსა და ფეხბურთელებს შორის კომუნიკაციის დამყარების საშუალება აპლიკაციაშივე იქნება შესაძლებელი.თუ შეთანხმება მოხდება, აპლიკაცია ტრანსფერიდან საკუთარ საკომისიოს აიღებს.

აპლიკაცია მალე სატესტო რეჟიმში გაეშვება და ჯერ გავრცელება მხოლოდ გერმანიაში ექნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *