კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში, აპოელმა აელს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ ამ მოგებაში თავისი წვლილი გიორგი ქვილითაიამაც შეიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ჩვენებურმა 37-ე წუთზე ჯერ პენალტი შეაგდო, 72-ზე კი მატჩს წერტილი დაუსვა.
ქვილითაიამ 90 წუთი ითამაშა და დუბლის გარდა ყვითელი ბარათითაც გამოირჩა, ოქრიაშვილი ძირითადში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს, დაუშვილი კი განაცხადში არ გახლდათ.
აპოელი 13 ქულით მე-4 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ლარნაკას აეკთნ გამართავს.