არაბიძე კარიერას სამტრედიაში გააგრძელებს

გიორგი არაბიძე კარიერას სამტრედიაში გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა. 23 წლის ფეხბურთელი იმერელთა მაისურით წლის ბოლომდე გაირჯება.

არაბიძე ლოკომოტივის აღზრდილია. 17 წლის ასაკში იგი დონეცკის შახტარში გადავიდა, თუმცა მეორე გუნდში გამოდიოდა. შახტარის შემდეგ იყო პორტუგალიური ნასიონალი, თურქული ადანასპორი, ბოლოს კი რუსეთის ჩემპიონატში როტორის მაისურით გამოდიოდა.

გიორგი ყველა ასაკობრივი ნაკრების ლიდერი იყო. ქვეყნის მთავარ გუნდში მის ანგარიშზე 4 მატჩი და 3 გოლია.

რაც შეეხება სამტრედიას, ცეცაძის გუნდი 10 ქულით ბოლო ადგილზეა და მე-9 ადგილოსან თელავს 9 ქულით ჩამორჩება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *