გიორგი არაბიძე კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს. იმერულმა კლუმა იგი პორტუგალიური ნასიონალიდან გამოისყიდა. არაბიძე გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.
არაბიძე ლოკომოტივის აღზრდილია. იგი 17 წლის იყო როცა დონეცკის შახტარში გადავიდა და მეორე გუნდში თამაშობდა. არაბიძეზე დიდი იმედები მყარდებოდა, თუმცა ავანსებს ჯერ ვერ ამართლებს. შახტარის შემდეგ იყო ნასიონალი, ადანასპორი, ვოლგოგრადის როტორი და სამტრედია. გიორგიმ შარშან სამტრედიაში ნახევარი სეზონი გაატარა და 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 23 წლის ფეხბურთელის კარიერაში ხშირი იყო ტრავმები, რამაც მის პროგრესს ხელი შეუშალა.
არაბიძეს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. გიორგის ეროვნული გუნდის მაისურაც მოურგია, სადაც 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა. 4-ვე შეხვედრა 2017 წლით თარიღდება.
რაც შეეხება ტორპედოს, გუნდი ეროვნულ ლიგაში პლეი-აუტით დარჩა. გია ცეცაძის შეგირდებმა შარშან მე-8 ადგილი დაიკავეს.
ფოტო: სამტრედიას ფეისბუქ გვერდი