“არავის არ უნდა”… ჩელსის დაწყევლილი 9 ნომერი

 

ჩელსის მწვრთნელმა თომას ტუხელმა დაიწუწუნა, სეზონს ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე ვიწყებთო. შემდეგ ისაუბრა 9-ნომრიან მაისურზე, რომლის აღებაც არავის არ სურს… მიზეზი ისაა, რომ უიღბლო ნომერიაო, 9-იანს ვინც იცმევს, სასურველ დონეზე ვერავინ ვერ თამაშობსო.

„9 ნომერი დაწყევლილიაო, ყველა ამას მეუბნება. არ გეგონოთ, რომ რაიმე მარკეტინგული სვლის გამო არავის აცვია ახლა. უბრალოდ, არავის არ ჰქონია სურვილი, რომ 9-იანი აეღო. ყველა მიყვება: „ჩემამდე ეს ნომერი ვისაც ჰქონდა, ვერაფრით ვერ გაჰქონდა გოლი, მანამდე სხვაც ასე იყო“. ვნახოთ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ვინმეს მოვიწვევთ თუ ვერა. რაღაც დონეზე მეც ცრუმორწმუნე ვარ“. (Goal)

აი, ჩელსის 9-იანები ბოლო წლებში: ტორესი, ფალკაო, მორატა, იგუაინი, ლუკაკუ.

Leave a comment

Your email address will not be published.