დებიუტში [VIDEO]
დღეს Warriors Tbilisi-ს გუნდის წევრის, 29 წლის რატი ნავრუზოვის დებიუტი გაიმართა ევროპის ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციაში – Brave CF. სამწუხაროდ, ბრძოლა პირველ რაუნდში არალეგალური დარტყმის გამო გაჩერდა. რატის მეტოქე 20 წლის დაუმარცხებელი მუჰამედ მოკაევი გახლდათ. პირველივე რაუნდის მესამე წუთის მიმდინარეობისას მოკაევის ძლიერად მოქნეული ფეხი რატის საზარდულში მოხვდა. ქართველს ფეხზე წამოდგომაც კი უჭირდა, შესაბამისად ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ბრძოლის შემდეგ მას 3 ტკივილგამაყუჩებელი დასჭირდა ფიზიკური კონდიციების აღსადგენად. დიდია ვარუადი, რომ მალე აღნიშნული დაპირისპირების რემატჩს ვიხილავთ.
არალეგალური დარტყმა და ჩაშლილი ორთაბრძოლა ქართულ დებიუტში [VIDEO]
