იტალია-ესპანეთია და ეს ისტორია ბევრს დააინტერესებს. რაც ფურია როხას ახლანდელ მწვრთნელ ლუის ენრიკეს გადახდა იტალიასთან…
1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი სრულდებოდა, იტალია 2:1 იგებდა და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სკუადრას საჯარიმოში ყვირილი ატყდა: ლუის ენრიკე წაიქცა და ცხვირზე იკიდებდა ხელს. სისხლიანი ჰქონდა.
გამეორებაზე გამოჩნდა, რომ იტალიელთა მცველმა მაურო ტასოტიმ იდაყვი ჩაარტყა. უნგრელმა მსაჯმა შანდორ პულმა ვერ დაინახა…
წარმოიდგინეთ, ეს დღეს რომ მომხდარიყო: VAR, პენალტი და გაძევება. ასე კი 2:1 და ესპანეთი გავარდა…
ლუის ენრიკე ამბობდა, რომ იმ მომენტში ტასოტის მოკვლა სურდა.
მოგვიანებით ესპანელმა აპატია და ხელი ჩამოართვა ტასოტის: მაშინ, როცა რომას წვრთნიდა, ხოლო ტასოტი მასიმილიანო ალეგრის თანაშემწე იყო მილანში. სათადარიგოთა სკამთან შერიგდნენ.