არგენტინამ ავსტრალიას რეკორდული სხვაობით მოუგო (Video)

არგენტინა-ავსტრალია 48:17
არგენტინა: 7ლ – გალო (2), ბოფელი, ალბორნოსი, იმჰოფი, დე ლა ფუენტე, სამსო. 5გ,ს – ბოფელი
ავსტრალია: 2ლ – სლიპერი, იკიტაუ. 2გ,ს – ოკონორი

ოთხი ერის გათამაშების მეორე ტურში არგენტინის ნაკრებმა შინ ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დამაჯერებლად, რეკორდული სხვაობით მოუგო.

პუმებმა მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს. ავსტრალიელებისთვის ეს კატასტროფის ტოლფასია. არადა, პირველ ტურში არგენტინელების კოფორტული სხვაობით დამარცხების შემდეგ, ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა მეორე მატჩში მოვლენების ასეთ განვითარებას.

მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანად ემელიანო ბოფელი გაისარჯა, რომელმაც ერთი ლელო, ხუთი გარდასახვა და ერთიც საჯარიმო გაიტანა (18 ქულა).

 სატურნირო მდგომარეობა
არგენტინა – 5 ქულა, 2. ავსტრალია 5, , 3. სა,მხრეთ აფრიკა – 4, 4. ახლი ზელანდია – 4

Leave a comment

Your email address will not be published.