არგენტინამ და ჩილემ ქულები გაიყვეს

კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს არგენტინის და ჩილეს ნაკრებები დაუპირისპირდნენ და მატჩი 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში ლეო მესიმ 57-ე ჯარიმა გაიტანა, ამით მან კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო და მოქმედი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი ჯარიმა აქვს შეგდებული.

ანგარიში სწორედ მესის საჯარიმოთი გაიხსნა, არგენტინელმა 33-ე წუთზე მშვენიერი გოლი გაიტანა. ზოგადად მესი და კამპანიამ პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარეს და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს.

მეორე ნახევარში ჩილემ მოუმატა და ამან შედეგი გამოიღო. 57-ე წუთზე ვიდალის დარტყმული პენალტი მეკარემ მოიგერია, შემდეგ ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ედუარდო ვარგასმა გაიტანა.

საბოლოოდ 1:1 და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მეორე ტურში არგენტინა ურუგვაის შეხვდება, ჩილე კი ბოლივიასთან შეეცდება 3 ქულის აღებას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *