კოპა ამერიკის მეორე ტურში არგენტინის ნაკრები ურუგვაის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი გუიდო როდრიგესმა გაიტანა. ბეტისის ფეხბურთელმა მე-13 წუთზე მესის ჩაწოდების შემდეგ თავით აიღო მეტოქის კარი.
ზოგადად პირველ ტაიმში არგენტინა უკეთ გამოიყურებოდა, მეორე ნახევარში კი ურუგვაიმ თამაში გამოასწორა და შეტევებმაც იმატა, თუმცა უშედეგოდ.
მესამე ტურში არგენტინა პარაგვაის შეხვდება, ურუგვაი კი ჩილესთან შეეცდება 3 ქულის აღებას.