არგენტინა… მესი 99,9 პროცენტია?

არგენტინა მეოთხედფინალშია. არცთუ დამაჯერებელი თამაშით, მაგრამ მაინც მოგებით… ახლა ლამაზი თამაშისთვის არავის არ სცალია, ეს მუნდიალის ფლეი-ოფია. ჰოდა, პირველად მოხდა, რომ მესიმ მსოფლიოს ფლეი-ოფში  გაიტანა – მეხუთე მუნდიალზე.

არადა, თავიდან ავსტრალია უფრო აქტიურობდა, მაგრამ კლასიც ესაა: არგენტინამ პირველივე შეტევა გოლით დაასრულა და ვინ, თუ არა მესიმ? ბილიარდივით შეასრიალა კარში – 1:0.

სანახაორვივი მატჩი ვერ გამოდგა. მეორე ტაიმში მხოლოდ არაფრისგან გატანილი გოლები ვნახეთ. ჯერ ხულიენ ალვარესი გაერკვა და ავსტრალიელთა მეკარე რაიანს შეცდომა არ აპატია… მერე კი ავტოგოლი ვნახეთ: ენცო ფერნანდესს მოხვდა ბურთი, მწარე რიკოშეტი და 2:1.

დრო კიდევ იყო. მესიმ ორჯერ ლანგრით მიართვა ბურთი ლაუტარო მარტინესს და მან ვერაფრით ვერ მოახერხა გატანა, რაც კინაღამ დამღუპველი გამოდგა არგენტინისთვის: მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე ავსტრალიელმა გარანგ კუოლმა ახლოდან ვერ გაუტანა ემილიანო მარტინესს… თითქმის იდეალური შანსი იყო.

ემილიანომ თამაშის მერე თქვა, მესი ნაკრების 99,9 პროცენტია, დანარჩენები კი ვეხმარებით იმ დროს, როცა რაღაც არ გამოსდისო.

არგენტინა-ნიდერლანდები 9 დეკემბერს… აი, თამაში.

საუკეთესო

ლეო მესი. არგენტინას თამაში არ მისდიოდა და ზუსტად ამ დროს გაიტანა. ესაა ლიდერის თვისება, როცა გუნდს უჭირს, მაშინ გააკეთოს განსაკუთრებული.

არგენტინა-ავსტრალია 2:1

გოლები: 1:0 მესი (35) 2:0 ალვარესი (57), 2:1 ფერნანდესი (77 ავტოგოლი)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *