არგენტინა ფინალშია, ალბილესტეს ბრაზილია ელოდება

კოპა ამერიკის ორივე ფინალისტი ცნობილია. ტიტულისთვის ერთმანეთს ბრაზილია – არგენტინა შეეცილებიან. ალბილესტემ 1/2 ფინალში კოლუმბიასთან 1:1 ითამაშა და შემდეგ პენალტების სერიაში მოუგო.

მატჩი არგენტინელთა უპირატესობით დაიწყო. ტრადიციულად აქტიური იყო ლეო მესი, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა. მე-7 წუთზე ლეომ ლაუტარო მარტინესს უპასა და მანაც ახლოდან შეაგდო.

ამის შემდეგ კოლუმბია გააქტიურდა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. კოლუმბიელებმა ანგარიში 61-ე წუთზე გაათანაბრეს. ლუის დიასი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და გაიტანა.

საბოლოოდ ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვება არგენტინას დარჩა. არგენტინის ნაკრები 11 ივლისს ფინალში ბრაზილიის ეროვნულ გუნდს შეხვდება. ბრაზილია – არგენტინა. ამით ყველაფერი ნათქვამია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *