არგენტინა ფინალშია – ლეო კვლავ საოცარი იყო…

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია – არგენტინა! აბლისელესტემ მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და ეს ანგარიში შეხვედრის ხასიათს სრულად გადმოგვცემს.

მატჩი, როგორც ველოდით, საკმაოდ ფრთხილად წარიმართა. შეცდომის ფასი ორივე გუნდს გააზრებული ჰქონდა და ცდილობდნენ კარის უსაფრთხოებაზე მეტად ეზრუნათ. ასეთ დროს გოლია, რაც თამაშს ხსნის – 33-ე წუთზე, ხორვატიის დაცვა ჩავარდა, ალვარესი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, რომლის წინააღმდეგაც თამაში, საჯარიმოში, ლივაკოვიჩმა დაარღვია და თერთმეტმეტრიანი მივიღეთ. ბურთთან მესი მივიდა და  ის მეკარისგან მარცხენა კუთხეში, უძლიერესი დარტყმით, ცხრიანში გადაგზავნა.

პირველი გოლიდან მალევე, არგენტინამ ხორვატია კონტრშეტევაზე გამოიჭირა, მოედნის ცენტრიდან, ალვარესმა დაიწყო და დაამთავრა – იღბლისა  და მისი ოსტატობის კომბინაციით, სიტის ფორვარდმა ანგარიში ორამდე გაზარდა. არგენტინა კიდევ უტევდა, თუმცა, პირველ ნახევარში მეტი არაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარში, ზლატკო დალიჩმა თამაში გარდატეხის შეტანა ცვლილებებით სცადა და მოედანზე ორსიჩი და ვლაშიჩი შეუშვა. ამან არ იმუშავა. ხორვატები შეტევას ცდილობდნენ, არგენტინელები კი, კონტრშეტევებზე, მომენტებს ქმნიდნენ. 69-ე წუთზე გატანილი მესამე გოლი კონტექსტიდან ამოვარდნილი არ ყოფილა. მარჯვენა ფლანგზე, მესიმ გავრდიოლი დაჯაბნა და საჯარიმოში მყოფ ალვარესს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

მატჩის გმირი

ამ სტატუსს როგორც მესი, ასევე ალვარესიც იმსახურებს. ქებათა ქება ალვარესს, მაგრამ ამ გუნდის სული და გული ლეოა, ასეთ თანაბარ სიტუაციაში სწორედ მისი ავტორიტეტია გადამწყვეტი.

 

არგენტინა – 3:0 ხორვატია

34′ – მესი – 1:0
39′ – ალვარესი – 2:0
69′ – ალვარესი – 3:0

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *