არგენტინა-ჩილე: მარადონას ძეგლი დაუდგეს…

დიდ დიეგო მარადონას 5 მეტრი სიმაღლის ძეგლი დაუდგეს არგენტინის ერთ-ერთი სტადიონის შესასვლელთან… კერძოდ, ქალაქ სანტიაგო დელ-ესტეროს 30000-იან სტადიონთან. ეს არენა ახალია, სამი წლის წინ აშენდა.

 

ძეგლის გახსნის ცერემონიალი არგენტინა-ჩილეს შესარჩევი მატჩის წინ იყო და ფეხბურთელებიც დაესწრნენ.  შეხვედრა 1:1 დასრულდა. ლეო მესის პენალტს ალექსის სანჩესმა უპასუხა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

 

შეგახსენებთ, მარადონა შარშან 25 ნოემბერს გარდაიცვალა…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *