არგენტინა VS საფრანგეთი – ვის რამდენი ქომაგი ეყოლება ტრიბუნაზე?

18 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს არგენტინის და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან. როგორც L’Equipe იუწყება, სტადიონზე არგენტინელთა ბევრად მეტი ქომაგი იქნება, ვიდრე ფრანგების. აღნიშნული წყარო გვამცნობს, რომ ტრიბუნაზე 50 000 არგენტინელი იქნება და 6 000 ფრანგი.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ფანები თითქმის ყველა მატჩში უმრავლესობაში იყვნენ. გამონაკლისი მხოლოდ არგენტინა – მექსიკის დაპირისპირება იყო, სადაც დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ქომაგები იყვნენ.

ფინალი ლუსაილ აიკონიკ სტადიონზე გაიმართება, რომლის ტევადობაც 88 966 გახლავთ. შეგახსენებთ, რომ არგენტინა – საფრანგეთის ფინალი 19:00-ზე გაიმართება.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *