არესის პროგრესი აშკარაა, ის არ არის შემთხვევითი

არესი-ლოკომოტივი 22:12

არესი: 3ლ – შვანგირაძე, სამხარაძე, საჯარიმო. ს,გ – თევდორაძე

ლოკომოტივი: 2ლ – ი.ქვათაძე, არაბული. გ – წიკალური

სინბინი: არაბული, ბენდელიანი

გაძევება: სამხარძე, არაბული

მსაჯი: საბა აბულაშვილი

დიდი 10-ის მე-6 ტური ქუთაისში “არესისა” და თბილისის “ლოკომოტოვის” დაპირისპირებით დაიწყო. ქუთაისური კლუბი წლეულს წარმოუდგენლად გაუმჯობესებულია. იმდენად, რომ ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონის დამარცხებაც შეძლო.

პირველ ტაიმში არესელებმა მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს და საპასუხოდ მხოლოდ ერთი მიიღეს – 12:5. შესვენების შემდეგ რკინიგზელებმა მატჩის გადასარჩენად ყველაფერი იღონეს. 52-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს – 12:12. თუმცა. მატჩის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე “არესმა” საჯარიმო ლელო მიითვალა. ბოლო წუთზე კი, საჯარიმოც გაიტანა და “ლოკომოტივს” საპრემიო ქულის აღება არ დაანება – 22:12.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ “არესის” მესამეხაზელი ბადრი დანგაძე დაასახელეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *