არესი-ყოჩები 23:15
არესი: 3ლ – გასვიანი, ხელაძე, ბურჯალიანი. 2ს – თევდორაძე. გ – კვესელავა.
სინბინი: თევდორაძე, ზედაშიძე
ყოჩები: 3ლ – რეხვიაშვილი, მაისურაძე, გუშარაშვილი
სინბინი: ბიწაძე, ჭუმბაძე
მსაჯი: საბა აბულაშვილი
ქუთაისის არესმა მიმიდნარე წლის ბოლო, მე-11 ტურის მატჩში უშუალო კონკურენტი ბოლნისის ყოჩები შინ დაამარცხა 23:15 და საახალწლო არდადეგებზე მესამეადგილოსანის რანგში წავიდა.
პირველი ტაიმი არესმა მშრალად 8:0 მოიგო. 50-ე წუთისთვის კი, უკვე 16:0 იგებდა.
ყოჩებმა პირველი ლელო 66 წუთზე გაიტანა და, შესაბამისად, პირველი ქულებიც მიითვალა. თუმცა, ვალში არც არესი დარჩა და მორიგი ლელოთი ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა – 23:5.
ყოჩებმა ბოლო ათ წუთშიღა გამოიღეს ხელი. მათ 75-ე და 77-ე წუთზე ორი ლელო გაიტანეს, თუმცა ვერცერთი გარდასახეს და საპრემიო ქულაც ვერ ირგუნეს – 15:23.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ არესის მესამეხაზელი ზურა ოდიკაძე დაასახელეს.
აკადემია-ხვამლი 36:34
აკადემია: 4ლ – შალიკაშვილი, ახობაძე, თათარაშვილი, საჯარიმო. 4ს – მოძღვრიშვილი (3), მარგიანი. გ – მოძღვრიშვილი
სინბინი: ნახუცრიშვილი
ხვამლი: 4ლ – კვაბიზრიძე, კურტანიძე (2), კაკაურიძე. 4ს,2გ – თაყნიაშვილი.
სინბინი: სულეიმანაშვილი
მსაჯი: გელა ლემონჯავა
დიდი 10-ში დარჩენისთვის მებრძოლი თბილისური კლუბების, აკადემიასა და ხვამლის დაპირისპირება ბრწყინვალე სარაგბო თრილერი გამოდგა. აკადემიამ მატჩის ბოლო წუთზებზე საჯარიმოთი 36:34 მოიგო და კონურენტებს წამოეწია.
მატჩში რვა ლელო გავიდა და სანახაობრივად შსანიშნავი გამოდგა. დასაწყისში ანგარიშში ხვამლი დაწინაურდა. თუმცა, პირველი ტაიმი მაინც აკადემიამ მოიგო – 28:17.
შესვენების შემდეგ საწყისი 20 წუთი ხვამლი მძლავრად ამუშავდა და მე-60 წუთისთვის უკვე 34:28 იგებდა. აკადემიელებმა 62-ე წუთზე ლელო გაიტანა და სხვაობა ანგარიშში მინიმუმამდე შეამცირა – 33:34. მერე კი, იყო ის საჯარიმო, რომელზეც ზემოთ ვწერდით. ხვამლი ერთ საპრემიო ქულას დასჯერდა.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ კი, აკადემიის მესამეხაზელი ნიკა გოგლიძე აღიარეს.
11 დეკემბერი
ლოკომოტივი-ხარები
აია-ლელო