“ჩიკაგო ბულზში” არეულობაა… გუნდის ლიდერები:ზაკ ლავინი, დემარ დეროუზანი და ნიკოლა ვუჩევიჩი ერთმანეთს ებრძვიან, მოედანზე თუ მოედნის მიღმა.
“მინესოტასთან” მატჩში ბილი დონოვანის გაწვრთნილმა გუნდმა 150 ქულა “გაუშვა”, მაგრამ ამაზე უარესი ის ფაქტი გახლდათ, რომ ტაიმებს შორის დიდ შევენებაზე “ბულზის” კალათბურთელებმა გასახდელში ერთმანეთში იჩხუბეს.
ადრიან ვოჟნაროვსკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ზაკ ლავინი და დემარ დეროუზანი “ვერ იყოფენ ბურთს” და ერთმანეთს ეგოისტურ თამაშში ადანაშაულებენ. თანაგუნდელთა უმეტესობამ მხარი დეროუზანს დაუჭირა, რამაც კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.
კლუბში არსებული ტოქსიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თითქმის ყველას “გაქცევაზე” უჭირავს თვალი – ნიკოლა ვუჩევიჩი 2023 წლის ზაფხულში აღარ აპირებს “ბულზთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას და თავისუფალ აგენტად გახდომა სურს.
ლავინს გაუფუჭდა ურთიერთობა თანაგუნდელებთან, ასევე პრობლემებია ხელმძღვანელობასთან. ზაკს არ მოსწონს გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა, თამაშის სტილი, თუ როგორ იმართება პროცესები. დიდი ალბათობით მას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაცვლიან.
თუ ლავინი არ გაცვალა “ჩიკაგომ” ასეთ შემთხვევაში გუნდიდან უკვე დეროუზანი წავა. დემარს არაერთი მსურველი ყავს და მათ შორის ყველაზე აქტიური “ლეიკერსია”. “D.D” წარმოშობით კალიფორნიიდანაა და კალათბურთელიც არ უნდა იყოს წინააღდეგი “სახლში” დაბრუნებაზე.
12 დეკემბერი ატლანტა VS ჩიკაგო 123-122
15 დეკემბერი ჩიკაგო VS ნიუ იორკი 120-128
17 დეკემბერი ჩიკაგო VS ნიუ იორკი 91-114
19 დეკემბერი მინესოტა VS ჩიკაგო 150-126
დღეს, გამთენიისას “ბულზმა” შეწყვიტა 4 მატჩიანი წაგებათა სერია – “ჩიკაგომ” სტუმრად დაამარცხა “მაიამი” 113-103.
“ჰიტი” რამდენიმე წამყვანი კალათბურთელის გარეშე ასპარეზობდა – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ ჯიმი ბატლერს, კაილ ლაურის, კალებ მარტინს, გაბი ვინსენტს და ომერ იურთსევენს.
“ჩიკაგომ” მეტოქის ასეთი დანაკლისით ისარგებლა და მატჩი 10 ქულიანი უპირატესობით მოიგო. “ბულზის” რიგებში ლიდერთა ტრიო გამოირჩა: 29 ქულა+12 მოხსნა ქონდა ნიკოლა ვუჩევიჩს, 24 ქულა ჩააგდო დემარ დეროუზანმა, 21 ზაკ ლავინმა.
30 ჩატარებული მატჩის შემდეგ “ჩიკაგო” 12 მოგებით და 18 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს, რაც კატასტროფულ შედეგად მიიჩნევა ამჟამინდელი “ბულზისთვის”.