არველაძემ თურქეთის თასზე გაიტანა (ვიდეო)

თურქეთის თასის 1/16 ფინალში კარაგიუმრუქი, რომლის რიგებშიც ვატო არველაძე გამოდის, ბოდრუმსპორს შეხვდა და 4:0 დაამარცხა. მატჩს წერტილი სწორედ არველაძემ დაუსვა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.

არველაძე კარაგიუმრუქში შარშან ზაფხულში გადავიდა. ტრავმების გამო მას ბევრი გაუცდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 6 მატჩი და 1 გოლია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *