არველაძეს ჰალში მიქაუტაძის წაყვანა სურს

შოთა არველაძეს ჰალ სიტიში გიორგი მიქაუტაძის წაყვანა სურს. ინფორმაცია Geo Team-მა გაავრცელა. მიწაუტაძე მეცის საკუთრებაა და იჯარით ბელგიურ სერენშია განათხოვრებული. ქართველმა ფორვარდმა ამ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი შარშან შვედეთში 0:1 წაგებულ მატჩში ჰქონდა. ეროვნული გუნდის მაისურით სულ მის ანგარიშზე 7 თამაში და 1 გოლია.

რაც შეეხება არველაძის ჰალს, აწ უკვე დასრულებულ ჩემპიონშიფში გუნდმა 51 ქულით მე-19 ადგილზე გავიდა, რითიც ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა. შეგახსწენებთ, რომ არველაძემ ჰალი წელს იანვრის ბოლოს ჩაიბარა.

Leave a comment

Your email address will not be published.