ჰალ სიტის მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს სადებიუტო შეხვედრა წარმატებული გამოუვიდა. ეს არა ამხანაგურ, არამედ ჩემპიონშიფის შეხვედრაში მოხდა – “ვეფხვებმა” სუონსი მიიღეს და ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.
მოგეხსენებათ, ჰალი გადარჩენისთვის იბრძვის და ამ სამმა ქულამ ამოსუნთქვის საშუალება მისცა.
ჰალი 2:0 სუონსი
გოლები: 2′ – ივსი (1:0); 17′ – ლევის-პოტერი (2:0)