არიგო საკი: თითქოს კვარაცხელიას ტყუპი ძმა იყო…

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტური შეაფასა. მოგეხსენებათ, ნაპოლი ჯუზეპე მეაცას ესტუმრა და ინტერთან დამარცხდა (0:1).

“ჩემპიონატის დაბრუნების შემდეგ, რა შემიძლია ვთქვა?! ნაპოლის ფეხბურთელები თავის თავს არ ჰგავდნენ. მაგალითად, კვარაცხელია – თითქოს მოედანზე მისი ტყუპისცალი თამაშობდა. ეს კატასტროფა არ არის, მაგრამ გამარჯვებულის მენტალიტეტის, ენთუზიაზისა და ვნების პოვნა სჭირდება. ძველებურ გაბრწყინებამდე სწორედ ეს აკლია,” – თქვა საკიმ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *