არის კონტრაქტი! რად უნდა ხელის მოწერა?..

ესპანურ პრესაში გამოქვეყნდა: კარიმ ბენზემას ისედაც შეუძლია ერთი წლით კონტრაქტის გაგრძელება, თუნდაც რეალმა არ შესთავაზოს…

მიზეზი? რეალთან კონტრაქტის პუნქტში წერია, რომ ფეხბურთელი ოქროს ბურთს თუ მოიგებს, ავტომატურად გრძელდება ხელშეკრულება (რა თქმა უნდა, თუ ფეხბურთელი მოისურვებს). ბენზემას კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულს უმთავრდება, თუმცა თუ თავად უნდა, 2024 წლის ზაფხულს…

ბენზემას საუდის არაბეთის ალ-ნასრიდანაც აქვს მიმზიდველი წინადადება: 30 მილიონი ევრო სეზონში. ბენზემასაც და ლუკა მოდრიჩსაც. დიახ, კლუბისგან, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *