ლონდონის არსენალმა გარემარბის პოზიციაზე 5 კანდიდატი შეარჩია: ლეანდრო ტროსარი (ბრაიტონი), მუსა დიაბი (ლევერკუზენი), იერემი პინო (ვილიარეალი), რაფინია (ბარსელონა) და… ნაპოლის ქართველი მარგალიტი ხვიჩა კვარაცხელია.
Express.co.uk. ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც არსენალმა უკრაინელი მიხაილო მუდრიკი ვეღარ იყიდა. მუდრიკი ჩელსიში გადავიდა.
არსენალს სურს, რომ ორივე ფლანგი გააძლიეროს. იანვარში სურს მოასწროს მარჯვენა გარემარბის ყიდვა და N 1 კანდიდატი რაფინიაა, მაგრამ ეცდება მარცხნიდან შემტევიც დაიმატოს.
აი, კვარაცხელიას წასვლა ნაპოლიდან ამ ზამთარს თითქმის გამორიცხულია, მაგრამ არსენალს სასურველთა სიაში ჰყავს.