არსენალის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ მეთოფეთა რიგებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს სურთ თამაში.
„საუკეთესოებს ისტორიულად არსენალში თამაში სურდათ და ახლაც ასეა. ყველა, ვისაც კი ვესაუბრები, მეთოფედ გახდომას ოცნებობს და ეს ჩვენი უპირატესობაა. ასე ვთქვათ, ძლიერი მხარე“, – დასძენს არტეტა.
21 ტურის შემდეგ, არსენალი, 35 ქულით, პრემიერლიგის ცხრილში მე-4 ადგილზეა.