ლონდონის არსენალმა გაისად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ზრუნვა უკვე დაიწყო. Cadena Ser-ის ინფორმაციით, მეთოფეთა ახალი სამიზნე რეალის ნახევარმცველი მარკოს ასენსიოა.
როგორც უკვე გითხარით, ლონდონელები შემდეგი ზაფხულისთვის შეეცდებიან ესპანელის გადაბირებას. არახალია, რომ გუნდის გამოცვლა თავად ფეხბურთელსაც სურს, რადგან რეალში ცოტას თამაშობს და ცხადია ამით უკმაყოფილოა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ბოლო ტურში, სადაც რეალმა მალიორკას 6:1 მოუგო, ასენსიომ 3 ბურთი შეაგდო, ამ სეზონში კი მის ანგარიშზე 6 მატჩი და 3 გოლია. სათქმელია, რომ 25 წლის შემტევი რეალის ძირითადში მხოლოდ ერთხელ მოხვდა.
რაც შეეხება არსენალს, გუნდს საკმაოდ ცუდი დრო უდგას. არტეტას შეგირდები 6 ქულით მე-13 ადგილზე არიან.