არსენალს ფეხბურთელის წაყვანა პსჟ-დან უნდა

ლონდონის არსენალი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაძლიერებას აპირებს. ლონდონელები იანვარში პსჟ-დან ჟორჟინიო ვეინალდუმის გადაბირებას შეეცდებიან. Sky Sport-ის ცნობით, არსენალი ფეხბურთელის იჯარის წესით წაყვანას გეგმავს.

ნიდერლანდელის გადაბირება მარტივი არ იქნება, რადგან ფრანგებმა იგი წელს ზაფხულში დაიმატეს და მისი ძალიან ეიმედებათ. 31 წლის ფეხბურთელი გუნდს კარგად შეეწყო, ფრანგთა შუახაზელმა 20 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება არსენალს, მეთოფეები პრემიერლიგაში 23 ქულით მე-7 ადგილზე არიან. არტეტას შეგირდები შემდეგ მატჩს საუთჰემპტონთან გამართავენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *