ფრანგმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერში დაბრუნების შესახებ ისაუბრა. გამოცდილმა სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ რონალდუ წლების წინ არსენალში გადასვლასთან ახლოს იყო.
“რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება უფრო ემოციურ გადაწყვეტილებას ჰგავს, ვიდრე რაციონალურს. ასეთ დროს ძნელია გუნდში ბალანსის პოვნა.
წლების წინ მანამ სანამ რონალდუ მანჩესტერში გადავიდოდა, მისი გადაბირება არსენალში გვსურდა. იგი ლონდონელთა ბაზაზე იყო და კლუბის მაისურა ეცვა. შემდეგ საქმეში ფერგიუსონის ასისტენტი კარლოს კეირუში ჩაერთო, რომელმაც შოტლანდიელი დაარწმუნა, რომ რონალდუ ეყიდა. ჩვენ კრიშტიანუს სანაცვლოდ 4 მილიონს ვიხდიდით, მანჩესტერმა კი 12 გადაიხადა.”-განაცხადა ფრანგმა.
რონალდუ მანჩესტერში 2003-09 წლებში თამაშობდა. ბევრ სხვა ტიტულთან ერთად მან პრემიერლიგა (3) და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერს 12 წლის შემდეგ დაუბრუნდა.