ჩელსი პრემიერლიგაში მე-10 ადგილზეა. ეს ბოლო მატჩები კი კატასტროფაა, ან აგებს, ან ფრეა და მწვრთნელი გრემ პოტერიც ძლივს ინარჩუნებს პოსტს. ამჯერად ტოტენჰემთან 0:2… ჩელსი 14 ქულითაა დაშორებული ჩემპიონთა ლიგის ზონას, ანუ ოთხეულს.
პოტერს კი ენდობიან. გაირკვა, რომ აგენტებმა სხვადასხვა მწვრთნელები შესთავაზეს არისტოკრატთა ხელმძღვანელობას, მაგრამ უარი მიიღეს. და თავად პოტერმა ეს თქვა:
„სულ მეკითხებიან ნდობაზე, რაც არ მიკვირს. სანამ ასეთი შედეგებია, კითხვები იქნება.
…ორი წლის წინ არსენალიც ახლოს იყო მიკელ არტეტას გაშვებასთან, მაგრამ შემდეგ დაფიქრდნენ და დატოვეს. არტეტას მუშაობას ყველა ჩავარდნილად თვლიდა, პრესა მას სულ უშვებდა, რეალობამ კი სხვა აჩვენა.
…იურგენ კლოპის გაშვებაც ბევრს სურს. ასეთია ფეხბურთის ბუნება. რა თქმა უნდა, ჩელსისთვის მე იმდენი არ გამიკეთებია, რომ ასეთი ნდობა დავიმსახურო და კრიტიკას ვიღებ. მაგრამ ყველანაირად მოტივირებული ვარ და მჯერა, რომ ჩელსის შედეგები გამოსწორდება“ (Mirror)