არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ სიტისთან მატჩზე ისაუბრა (1:3)
“წავაგეთ და ამის გამო იმედგაცრუებული ვარ. სწორედ გაიგეთ, წაგების და არა თამაშის გამო. მაგარი ბრძოლა იყო, მაგრამ, როცა ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, 3 გოლი მივიღეთ. როცა 3 საგოლე შანსი მაინც გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ.
მანჩესტერ სიტის დამარცხება თუ გსურს, თავს უნდა გადაახტე. მათ დონეზე ვითამაშეთ, გარკვეულ ეპიზოდებში ვაჯობეთ კიდეც, მაგრამ ასეთ შეხვედრებში ბევრი რამე ეპიზოდების გამოყენების დროს წყდება.
მატჩის დასაწყისში არაზუსტად ვმოქმედებდით. რიგ მომენტებში სიტუაციები საკმარისად კარგად ვერ წავიკითხეთ და სწრაფად ვითამაშეთ და ეს მაშინ, როდესაც უპირატესობა არ გვქონდა. ამან პრობლემები შეგვიქმნა. ეს შემიძლია მივიღო, მაგრამ ის გოლები, რომლებიც გავუშვით, ასეთ დონეზე – წარმოუდგენელია.
ატმოსფერო და თამაშის ხარისხი ძალიან კარგი იყო, გარდა იმ 3 გოლისა, რომელიც მივიღეთ. არ ვიცი მოთამაშეებს რა მოვთხოვო. მან. სიტი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და მათ დონეზე ვითამაშეთ, მაგრამ მოგება თუ გინდა, მოედანზე რაღაცები უკეთ უნდა გააკეთო,” – თქვა არტეტამ.